არეული სტროფები
მე და ჩემი დამსხვრეული იმედები, გავიყოფთ ბინის ქირას. შენ ალბათ, ახლაც, მას ნაზად ეხები... მე გელოდები, ჩამქვრალი ლამპიონის ძირას... ... (მე გელოდები... შენ დაგკრავს ზამთარივით ცივი ელფერი). ... და უცნაურად ვგრძნობ, რომ, სადღაც, ჩვენი სულების მსგავსად, ერთმანეთს ეკვრიან გედები, ტბის პირას. 27 დეკემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი