დიდებული მწუხრი
ერთი საათიც აღარ უნდა, მალე მზე ტალღებში ჩაწვება. დიდებულად დაღამდება, და ჩემს ოთახში სინათლე ჩაქვრება. ჩემი სულიც, ძლიერ წუხდა, თურმე თოვლიც, სულ დნება, და თითქოს, ჩემი ცხოვრებაც, სხვაგვარი ხდება. მაგრამ ის დრო მერჩივნა მე მაინც, როცა შემეძლო, შენით გათიშვა, და შენთან ერთად გაქცევა, საუკუნეებით (წამით). მე ძლიერ მიყვარს, როცა შემიძლია, და უშენოდ მცივა. დაღამდა, და სჯერა ყველას, რომ ქუჩებში სიცოცხლე კვდება. სწორედ ამ დროს, სიმარტოვეში გავინავარდებ, და გავალ, სხვაგან, გაღმა, სხვა სამყაროში (იქ შენც ხარ). 29 დეკემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი