Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_70cao4kkphpji8uc4m9eta6c2p, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მე და შენ ერთად ვიყავით მაღლები - electro-ego-iko | პოეზია

მე და შენ ერთად ვიყავით მაღლები


თითქოს სხვებივით ვიყავი,
მეც,
მათრობდა შენზე სიზმარი,
და შენსკენ არ მიშვებდა ტყე.
შენ კი, როგორც მზე,
სხივებს მესროდი, თავში. 

ო, რაღაც წყეულმა გამჭრა,
დამჩეხა...
ახლა ვარ, ერთი უბრალო კუნძი,
და ვეღარ ვწვდები ზეცას. 

ვეღარც შენ გწვდები...
შენი სიყვარული, გირჩებად მეცვა...
მაგრამ ისიც გავფანტე,
ჩემი გონების გაუვალ ტყეში... 

თითქოს აღარაფერი შემიძლია.
უშენობამ ჩამომაგდო, ციდან. 

მე და შენ ერთად ვიყავით მაღლები.
ცის გრძნობით გამრღვევნი.




30  დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი