მდუმარება
ხალხის ზღვა იყო. და ის ანათებდა, ლამპიონების შუქების ქვეშ. მე სიბნელეში, მათრობდა მისი სითბო. ის იყო, ერთი და ერთი, (სხვა არავინ) და მღელვარე ტალღებს მახსენებდნენ, მისი თმები. უეცარმა ტრფობამ დამათრო, იმ ღამით. ჩვენ ულაპარაკოდ, გავიცანით ერთმანეთი, და ულაპარაკოდაც დავივიწყებთ. მე შემიფარებენ, ფიქრებით მოცული ღამეები. მე შევძლებდი, და თმებში დავუთვლიდი ფიფქებს. ლამპიონების შუქების ქვეშ, თავის სინათლეს, მორცხვად მალავდა. თუმცა, ტყუილი იყო, ეს ცდა, და ჩემი, თავშეკავების ცდაც, მე მყლაპავდნენ უცნობი ზღვები. 1 იანვარი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი