Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_hhbgl19l2h6j0e4gqpr0po3tcf, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ჭიშკარი ჭრიალებს - electro-ego-iko | პოეზია

ჭიშკარი ჭრიალებს


წვიმს,
თქორია!
და იმ დროს, როცა ვერაფერს ვიზამ,
ჭიშკარი ჭრიალებს.
მე შენ მგონიხარ,
და ყველაზე ძვირიან პერანგს ვიცვამ,
უკვე დედამიწა ჩემთვისაც ტრიალებს. 

წვიმს.
თითებს ვაკაწრინებ სიმს. 

მე ვიცი,
რომ აღარ მოხვალ...
საერთოდ აღარ მოხვალ...
ჩემი ეზო იმოსება სიმარტოვით,
და სიცივით,
ჭიშკარი ჩუმად,
უწყვეტად ჭრიალებს... 

ისევ შენ მგონიხარ.
და მეგონები.




2 იანვარი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი