ვარსკვლავი ცაზე
ეზოში ვეყრდნობი საფეხურს, და სიგარეტს ყალბად ვაბოლებ. ჩემს გულს, ამ ღამით, შენსკენ გამოქცევა სურს, ალბათ აღარ დავუფრთხები თქორებს. ღამეა ბნელი, მირბიან სიტყვებიც. ცაზეც შენი სახელია გამოჭედილი, შენ ის დიდი ვარსკვლავი ხარ, შენ შეგეძლო, შეგეცვალა ჩემთვის, ცის ფერი. მე, ყვავილმა, ბევრჯერ ჩავყლაპე თოვლი. და მაინც ვერ გავიხარე, ხელახლა ამოსვლით, და დადნობით. (თოვლი ხომ შენ გგავს) დადუმებული ვუყურებ, მელანქოლიით შემოსილ ვარსკვლავს, ჩვენ ხელახლა დაწყება შეგვეძლო, მაგრამ გვეშინოდა წვიმის მოსვლის, და თან ჩვენი გახმობის. 6 იანვარი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი