შეხედე...
ჩემი გული, ამ ნელ ნიავს, დაუნდობლად მიაქვს. და რატომღაც, შენში ყველაფერი, და ჩვენი წარსული, გიჟივით მიყვარს. შეხედე! შეხედე მზეს... დაჯექი ჩემს გვერდით, და ერთად ვუყუროთ, მზე საბნად, როგორ იფარებს ტალღებს... შეხედე! შეხედე ამ ტყეს... თუმცა, შენ მას ვერ დაინახავ... მე ჩემს წინ ვხედავ, გამხმარ ხეებს, და ბილიკს, ბნელს, სიცოცხლის ვერცერთ ნაკვალევს... ეს ჩემი გასავლელია... მოდი, მოდი დავჯდეთ, და ჩაგვყლაპოს ქვიშამ, სანამ ჩავა მზე, არ ვთქვათ სიტყვა! მერე წახვალ, და სათითაოდ, დიდ, მშრალ ლუკმებად ჩავყლაპავ, ერთად გატარებულ წამებს... ეს ყველაფერი ჩვენი უნდა ყოფილიყო... ეს გზა, ახლა ჩემი გასავლელია... აზრიც არ აქვს, უკვე, რომ გიტირო, სადღაც, სადღაც სიბნელეში, გასასვლელია... და მე არ მინდა მისი პოვნა. 8 იანვარი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი