კომედია


საღამოა,
ნაცრისფერი,
სადღაც, შორს მეტეორი მოჩანს,
შეფერილი სევდით. 

შენც კვლავ, ჩემგან შორს ხარ...
და მე ნაფლეთებად ვიჭრები. 

ვერ გავიგე,
როდის ბნელა,
მე რა ვუყო, მდუმარებით დამშრალ, 
ამ ნა-პირებს...
რა უცხოა,
სუფთა კომედიაა...
მე ზამთარშიც მცხელა. 

და მპირდებოდა იანვარი განუწყვეტლივ,
ღამის სიცივეს,
და ტყვიებივით მაგარ ფიფქებს. 

ვიღაცის დამშრალ ტუჩებს, 
მანდარინებს ვურჩევდი,
და ვრწმუნდებოდი,
და ვამბობდი:
"რა ჩამიხშობს შენზე ფიქრებს..."




11 იანვარი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი