ათი საათი და ჩემი მთელი ცხოვრება


მე წამებივით გავფანტავ,
ათ საათს,
მძინარე. 

სადღაც ათ საათში, 
ვიღაც უცხო ჭაღზე თოკს გააბამს,
ვიღაც უცხო შეხვდება შვების,
სიბნელის მდინარეს. 

უცნაურია,
ემპათია ჩემი.
მაგრამ თითქოს, ჩემს სულს,
სწორედ უცხოთა გაგება სწყურია,
ჩემს გვერდით არავისი მესმის. 

და გულმოდგინედ ვრგავ ქოთნებში,
რჩევებს და სინანულს.
ყვავილები ამოვლენ,
მიუხედავად განსჯის მორევის. 

ახლა გავუგე ამ სინანულს,
ჩემი გული ჰგავს, 
ტანჯვაში დანამულ ასფალტს,
ხოლო უცხოს დარდი, 
გამხმარ, დამბალ ფოთოლს,
ასფალტზე მჭიდროდ დაკრულს. 

დაე ერთად გადაგვიარონ!





14 იანვარი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი