ყინულის ბიუსტი


ასე მგონია,
რომ შენს შესაცნობად დამაკლდა,
გარეთ გასვლა.
შეცნობა ყველაფრის, მცირედი გავლა. 

თოვლის ფიფქები 
დახურულ სარკმელთა ღრიჭოებში აღწევენ,
და გამეტებით მკოცნიან.
მე არ მინდა, ჩემში სიყვარული დადნეს... 

და უალკოჰოლოდ მთვრალი,
მაგიდას მიმჯდარი,
თამამად ვამბობ: არ მინდა რამე სხვა!
და მზერა ჩვენს,
უხილავ მოგონებებს მივაპყარი. 

თითქოს ჩემს სულში,
ბიუსტივით გაიყინა სიყვარული.
ჩემს სიყვარულს ვერ ამტვრვევს,
ვერცერთი ცული. 

და უხელოდ, სველ მიწაზე დაკრული,
როგორც ფოთოლი ზამთარში მზეს,
ისე გეტრფი.
და ასევე დაგელოდები.




15 იანვარი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი