წვეთი


მე პატარა,
გამჭვირვალე წვეთი ვარ,
ემოციების ზღვაში.
ზომით პატარა, გულით ბევრს ვგავარ,
და ჩემი სევდით ვეკვეხები ხალხში. 

მე ვერ მხედავს ვერავინ,
ასე ყოფილა თურმე.
სიყვარულით დამწვარი ხეა ჩემს წინ,
დავდივარ ქუჩებში,
ვიპარავ მელოდიებს,
და ჩემს ამბებს ვუყვები ურნებს. 

მტკივა არარსებული,
ჩემსაზე მიწებებული, შენი მხარი.
ემოციების ზღვაში ვეშვები, გულით,
და ყველას უნდა,
დამარწმუნოს,
რომ ჩემს სიტყვებს წაიღებს ქარი.
დაე შენმა სილამაზემ დამადუმოს,
წუხელაც მოხდა ასე,
მერე ისევ, დილით ხელახლა გავჩნდი.




16 იანვარი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი