რა-(დ)?


რად მალოდინე...
სად მატარე...
უშენობაში ვნატრობ მიწის ლოგინებს.
ყველა დღე გაქცეოდეთ ნეტავ,
ამ თვალებს. 

ისევ მანდობდე ნეტავი, ფიქრებს. 

ყინული, მხოლოდ ყინული,
გრძნობა არცერთი, გადაკარგული,
და ვერ-განხილული,
ეს შეგვრჩა მე და წიწვებს. 

სამყაროს ფანჯრებმა, 
დამიმალეს წარსული. 

აღარ მესმის გულის ფეთქვა. 

თოვლიან ქუჩებში უშიშრად გეძებდა,
ყრმა, შარვლიდან პერანგ-ამოჩაჩული. 

დღემდე დაგეძებს.




21 იანვარი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი