შეტოკება ცისფრად
თოვლი არ დნება, იანვარი გახდა ცისფერი. ჩემი ნასუნთქი, ამოოხრილი ჩემი ჰაერი, ცაშივე იყინება. აივანზე ბინძურ საფერფლეში ნამწვავია. ვიღაცის მოსვლის, და საუცხოო მარტოობის ჟამია. ჩემივე ნაბიჯები მავიწყდება, გუბურები იყინებიან ჩემი ოხვრით. ნერვიულ ბოლთას ვცემ, არადა არაფერია, რისგან თავის დასაღწევადაც, ახლა სულს გავცემ. იანვარიც, უბრალოდ, და ჩემი უხილავი სტუმარიც, უფერო, და თანაც სევდის, ცის ფერია. 21 იანვარი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი