იდუმალება, სუფრა
რძისფრად იფანტება კვამლი, ჭერს ეწებება. მე ვეღარ ვიცანი ჩემი სახლი, მხოლოდ ქუჩებში ვიგრძენი შეხება. ამ ცხოვრების მერე, ბევრი მელოდება, თვითონაც ვერ გაიგებენ, ჩემს გამჭირვალე ნაწერებს. სუფრასთან შეცნობილი, აღარავინაა უცხო, ჩემითვე გავიგებ, ჩემს ჩუმ ყვირილს, სიმთვრალით დაწერილი, ხვალ ეს ჩემთვისაც იქნება უცხო... რძისფრად იფანტება კვამლი... ისევ ბევრ რამეს ვხვდები, ათასში ერთხელ, კვლავ ვისხურე ღვინის ჭავლი. 23 იანვარი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი