გროშები


ჯიბეში მიგდია, ცოტა ლარი და ცოტა გროში
შენთან მოსასვლელად, და ორ ღერ პაპიროზზეც კი მყოფნის
მაგრამ დამაცდის დრო ვითომ? კი!
კიდევ ცოტახანს ავაშხეფებ, ტალღებს, ჩემი სიცოცხლის
დავითრობ თავს, სულ ხუთი სტროფით,
ან არყით და შენი კოცნით... 

და აი, დავხარჯე ის ცოტა გროშიც,
საით მივდივარ? 
ხმა მესმის მარტო, 
სიზიფეს წვალების და მისი ქვის გორვის


15 ივლისი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი