მომკალი, მაცოცხლე, რამე ჰქენ
ცეცხლია ჩემს თვალებში, ისინი უცრემლოდ იწვიან. და ოდნავ შეღებულ კარებში, ეტევა ათასი გრძნობა, შენი სილამაზე, და თრობა, მსუბუქი ნასუნთქივით ეტევიან... დროც ბევრი დავკარგე... და ესეც იყო შენთვის. მე მზად ვიყავი, ჩემი ოცნებისთვის, ან საერთოდაც, ჩემთვის, გამეჭრა სამარე, ოღონდ მეცოცხლა სამუდამოდ, ოღონდ ეცოცხლა, ჩვენს სიყვარულს, ტკბილ-მწარეს. მე ჩემი მკერდი, სახლად მინდოდა შენთვის. 24 იანვარი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი