მარიამს...


მარიამ,
ნეტავი ახლა სად ხარ...
ნეტავი ისევ თუ აყლაპინებ თავს,
ცას, ღრუბლიანს... 

მე დღემდე თქორებად ვტირი,
დედაშენის ამბებზე.
შენს გიშერისებრ,
ჩემსას მოკლებულ თვალებს,
ირეკლავს ყველა განაფიქრი,
შენს მაგივრად ვკითხულობ გრანელს. 

ასე უცხო მენანება ყოველთვის.
ასე იდუმალი,
ადამიანი,
და ერთჯერადი, სწრაფი,
მძიმე ტალღა მოგონების. 

და არც ის ვიცი,
სადა მაქვს ეს გრძნობა, იდუმალი,
გრძნობა მონატრების, და სიცივის.
მარტოობაში გაიყინა ჩემი სასთუმალი. 

(დედა ხომ კარგადაა?)




24 იანვარი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი