იქნებ ისევ დედამიწაზე ხარ


ბოლო ზაფხულის შემდეგ,
ალბათ არც ისე დიდი დროა გასული.
ო, როგორ ცხელოდა,
და წინაგრთძნობა იყო ალბათ ეს,
წინათგრძნობა იმის, 
რომ უშენოდ უარესად დამცხებოდა,
რომ არ შემიწყალებდა წარსული...
ვზივარ, ვფიქრობ,
მე შენი სახეც ვერ ვნახე,
თუმცა მაინც შევიცანი სითბო...
სითბო ზედმეტი,
სითბო მტანჯველი, იმის ფიქრით,
თუ რად დაიტანჯე ასე, ან რისთვის...
მე მინდოდა მენახე,
სამუდამო სასთუმალთან მივაკითხავდით,
გრანელს,
მაგრამ რა მექნა...
მანძილი დღესაც თავისას შვრება...
ოღონდ ახლა,
შენზე არაფრის გაგონებასთან ერთად.
მე შევინახავდი ყველა შენს ნაწერს,
როგორც მთხოვე... 

*** 

და თუ მაინცდამაინც,
უნდა დავალაგო ყველა სიტყვა,
ამას ალბათ არაფერი დამაცდის,
მაგრამ გეტყვი,
მე უბრალოდ, დღემდე,
შენი შეყვარება მინდა.





30 იანვარი, 2022წ.

მარიამს, იკოსგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი