shinjū
მენატრება არნაქონი, სიკვდილი ჩემი, და არა იმიტომ, რომ ძეგლი გავხდი, ასე ყოფნით, არა... არც მე ვიცი, რატომ. როგორც ჰელიოსი, მე ყველაზე ახლოს მივალ მზესთან, ვერა და ვერ ვნახე ალიონი, დავტოვებდი მე ჩემს საყვარელ კერას... და ალბათ მზე შემაწყვეტინებდა წერას... მე წავალ ზღვაზე, და წარსულთან ერთად დავგეგმავ შინჯუს. უქონელი პანაშვიდი ჩემი, ირეკლება ყველა ფარდაზე, და უარესის მოლოდინი კვართს მაფენს, დამათრახებულ ზურგზე. 30 იანვარი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი