თებერვალი თორმეტ თვეს გასტანს... შეშა მელევა
ბნელ ოთახში ვზივარ. წასასვლელი არაა სხვაგან, ღუმელში შეშა დიდხანს ვეღარ გასტანს, ალბათ ვერც სიბნელე დაიმალება, როცა გარდამოვა მზისა და წვიმის რისხვა. ფარად ფანჯარას იდებს მხარზე, და მემალება გარეთ, სინათლე, სინათლე... რომელსაც მოკლავს ღამე... ო, სურნელო მისო, ჩემს ფილტვებს და მკერდს რად ემწარე... დარბაზში, შეხების გარეშე, კვნესის პიანინო. როგორც მის კლავიშებზე, ისე ვიდებ თითებს იარებზე, თანაც მე ვეღარა ვგრძნობ სითბოს... და ეს ნაღდად არაა ზამთრის ბრალი. დაცვა რომ მინდოდეს, ოსტატსაც რომ ვიცნობდე, წინ მიდგას, და ღუმელიდან გამომკივის ალი. 3 თებერვალი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი