საჰარა ჩემს ენაზე


ჩემი ენა ერთი დიდი ველია,
ველი აწ საცოდავი,
და ყვავილებიც გვალვას ელიან.
ო, 
ამდენი რამე ერთად, როგორ მბოჭავდით... 

გვალვაა ჩემს პირში,
და არამგონია წყალი მეყოს.
უხეშ თმას დავალბობ, და ტყავის "ტუფლებს" ავაჭრაჭუნებ ღვინის წვიმით,
აქამდე სიტყვის დაძვრა 
არც მთვრალს შემეძლო... 

არადა ამბობენ,
რომ მთვრალი არის გულწრფელი.
ვინ იცის, მერე რა, რომ ამბობენ!

ვინ იცის,
იქნებ ვერავის, ვერაფერს რომ ვერ ვეტყვი,
იქნებ ესაა ჩემი სიმართლე,
ჩემი საიდუმლო ცის. 

ახლა ეზოში ვზივარ, 
და ბოლოს წინა ღერს ვაბოლებ,
მე მივეცემი სიჩუმესთან ერთად მიწას,
თუმცა მე და ჩემი სიჩუმე,
ალბათ დავტოვებთ, 
რამე სამუდამო კითხვას.



5 თებერვალი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი