ტაიგაში


ამაღამ საშინლად ყინავს.
მე,
ჩემი ფიქრების გადამკიდეს,
კვლავ მღვიძავს...
მაგიდას ბოლო ჭირისუფალივით ვუზივარ,
და აქამდე ვერ ვძრავდი სიტყვას. 

ალბათ ესაა ჩემი ბედი,
ფიქრების გაყინული მდინარე,
და ბევრი ლექსი... 

როგორც ტაიგის ვეფხვი,
გადაკარგული ცივ ტყეში,
მე სიცივეს და სიმარტოვეს ვებრძვი...
აქ არავინაა...
ჩემს გულშიც ისმის, 
სიჩუმით ნაშობი, მწარე ბრდღვინვა,
და სევდისგან ვეღარ მიცავს,
ჩემი დიდი, ბევრ-გადანატანი ბეწვი.



8 თებერვალი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი