იანვარი მათრობდა


დიდი ხანია აღარ ყვავილობს არაფერი.
თუმცა ალბათ, 
ეს სამუდამო იანვარიც გაივლის.
იქნებ კვლავ გავხდე მრავალფერი. 

გამეტებით ველოდებოდი გაზაფხულს,
და აპრილში დაგიკრეფდი ყველა ყვავილს,
მიწაში ჩარგულ, აკუწმაწებულს,
ჩემს სულს,
თუმცა მაინც, უფრო ტიტებს... 

ახლა დრო დადგა,
და თავს ვაჯერებ რომ დაგივიწყე...
არა, რას ქვია ვაჯერებ...
მართლა ასეა... 

და არ ვიცი კიდევ,
როდის შევიგრძნობ მხარზე ცივ თითებს,
თუმცა შენ მაინც, გთხოვ,
ნუ დამივიწყებ,
ნუ დამივიწყებ...
ნუ დამივიწყებ!




9 თებერვალი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი