ჩემი ოთახის ღრიჭოებში
სიო პატარა ღრიჭოებს შუა დაჰქრის ღრიჭოებში, სადაც ეტევა ამოუცნობი ყველა გრძნობა, სიო კარგა ხნის წინ გამხმარ ფოთლებს, თავზე მაყრის. ვეღარ დავაცდი ვაშინგტონების ნერგებს, ვეღარ მოვუცდი მათ გაზრდას. აზრი აღარ აქვს, აღარ ეშველება ჩემს ხეს, დიდებით დავნებდები მეც, ალბათ. თუმცა, სანამ კიდევ არის დრო, მე, ზამთარივით გაუმაძღარი, ვისესხებ დღეს, ერთ-ორს, და ჩემს გულჩვილობაზე ადრე, ჩაქრება ჩემი ლამპარი. ახლა სურვილი მაქვს პოეტური, სურვილი დანებების. რამდენისთვის მითქვამს, რომ დავკარგეთ ერთ-ურთი, თუმცა ტვირთი იყო ეს, ჩემი სუსტი ფრთების, და ჩემი სწრაფი გაფრენის. 10 თებერვალი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი