თქვენც გაიგეთ?
აკვანი გახდა სახლი ჩემი. მაგნიტუდები ნაზად მარწევენ, და ხალხი კითხულობს: "შენც იგრძენი???" მიწისძვრამ თითქმის დაამსხვრია ბოთლები, და თითქმის მარტო დამტოვა, სავსე, გავსებაზე ოცნებით. ჩემს ოთახში კუნთიც არ შეუტოკდათ ფარდებს... ჩემი ტოტიდან ფოთლებს, ქარიც ჩამოაგდებდა, თუმცა რამდენს, რამდენს, რამდენს... იძრა, იძრა, დიდი ხანია, ჩვენ სიტყვებით გავაჩინეთ, მიწისძვრა... და ნამდვილისგანაც, გავარჩიეთ. სანამ მიწისძრვა ხალხის პირიდან, ქალაქებს ანგრევს, მე მოვრბივარ გამეტებით, მინდვრიდან... და გულის ჯიბიდან, სათითაოდ ვიღებ ვარდებს. 14 თებერვალი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი