ნაძვი და მე
გულის კედლებზე გაკრული, სპეტაკი შპალერი ყვითლდება. სიძველეშია ყველაფერი ჩაკარგული... ჩემი მყუდრო სახლიც ინგრევა... დაძველდა ის გრძნობაც, თუმცა ზედმეტად, ძმარით სავსეთ, მე ვასაღებდი მათ ღვინის ბოთლებად... ბოლო სიცოცხლის ფოთოლი შეახმა, ჩემს ტოტსაც. ნაძვი აჰყურებს ცას, და თან მე ჩრდილში მფარავს... ნაძვო! ნაძვო! ბარემ მეც გადმომხედე! ანდაც ნუ ამიშენებ სახლს, უფანჯროს, მეც დამანახე მზე... მესმის, რთულია ეს უსასრულო ზამთარი... ალბათ თვალები ცას მიტომ მიაპყარი, რომ შენც, ჯერ არმომსვლელ მზეს ეძებ... 18 თებერვალი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი