ბნელა
ბნელა, ბნელა. უყველაფროდ ყოფნის ბნედა მეცა. ყველაფრად ყოფნის სურვილი მჭრის ნაფლეთებად. *** ფარდა გამჭვირვალეა, როგორც გული ჩემი, არადა ბუნებით, იგი გაზაფხულის მწვანეა, თუმცა, რა ქნას, მას არ სწყალობს ღმერთი, და სიბნელე იპყრობს მას, თითქოს სარკეა. მეც გული მაქვს და ისიც თირკმელივით ერთი, აწი თვით სიბნელეზე, თვითონ ავირეკლები. *** მელნისფერ, რბილ წყლულებს, ნელა ხატავენ ჩემს ზურგზე, სიცოცხლის ეკლები. ამაღამაც უეცარ, ვარდისფერ ტალღას ვეძგერები. მე შემიძლია ბრძოლა! ვიფლითები ორად... ვიფლითები ორად... 20 თებერვალი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი