გედები ტბაში
უხილავ სახლებში, უხილავ ბუხრებში, ჩემი ლექსები თავს იწვავენ, იდუმალების ალებში. ცასავით ცისფრად ვიფერები, და მეც ცასავით ვწუხდები... დღეო, დღეო, ნუ დამწუხრდები! *** ესაა მომავალი. ანდაც ვინ იცის, შეიძლება, ტბაში გედებიც. ო, ეს სევდა, მე ხომ ყოველთვის ცრემლის ცივ საბანს მაფენდა, ო, ეს სევდაც არის ალბათ წარმავალი. 20 თებერვალი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი