მეგობრის ლოცვა


გუშინ, საღამოს,
ფანჯრის რაფიდან გადმოვარდა ქოთანი.
ყვავილის ნორჩ სიცოცხლესთან ერთად,
ყველა ჩემი ოცნება გააქრო,
და თვითონაც დაიმსხვრა.
მასთან ერთად, ბოლო იმედიც გაიქცა. 

ო, შენ ჩემს ცარიელ, 
რეალობისგან გამჭვირვალებულ სარკმელს მორთავდი...
მე რა მეგონა, თუ ჩემში ბოლო ნათელსაც
ასე სასტიკად მოკლავდით. 

რა ვუყო სულს,
იმ ნორჩი ყვავილის სულს?
ვიცი, 
ცოცხალია,
იმას ვერ მივხვდი, 
ჩემი გონება ასე რატომ არია.
ნეტავი ახლა, მისი გამამაგრებელი,
მისი დამკავებელი,
მშობელი ფესვები სადღა არიან... 

რაღაცას მოვუხერხებ სულს,
ლოცვას წავუკითხავ, 
და გამოვუცხობ კვერს,
მაგრამ რა ვუყო, იმ სინორჩის სუნს,
იმ გაუქრობელს, და თითქოს სუსტს,
რომ არ შორდება ჩემს სარკმელს?





24 თებერვალი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი