ლურჯდება ცა ჩემი ტუჩების მსგავსად


ნელა ლურჯდება ცა,
ნელა ფერადდება,
როგორც ჩემი იმედის ტილო,
ერთხელ, იმ დროს.
ნელა იფერება, და სარკმელიდან ჩანს. 

ჩემმა გაუმაძღარმა გულმა, რა ქნას...
იგი ელის ხსნას,
თუმცა აღარ შერჩა არაფერი...
მოგონებები, 
მწარე, ძალით დაღეჭილი მოგონებები,
და აღარაფერი სხვა... 

- წავიღებ!
გადავაგდებ, ან გადავარეცხინებ ამ ტალახს,
ძლიერ წვიმებს!
- არა! აქ იდოს! 

(როგორი, როგორი ჯიუტი ვარ...
ჩემივე სახეს, სხვებთან გავუცივარ...) 

ფერადი საღებავი ეშხეფებოდა ჩემს ტილოს,
ეჰ, რაღა მოუაბრუნებს იმ დროს...
ჩემში სიბნელეს რაღა მოადუნებს.




26 თებერვალი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი