ხე-ლს გამოგიწოდებ


გზაში გამექცა მილიონამდე ხე,
და ყველა მათგანს გაექცა სიცოცხლე.
ვეღარავინ გაუჩერდა, 
ჩარჩოთა ფორმის ფესვებს. 

(საამქროში თვითონ ვიქცევი ჩარჩოდ); 

გზაში თვალები მივაპყარი,
მილიარდამდე ახალ ავეჯს და სასახლეს. 

ვეღარ გამიგია, ახალი თავი სად,
რომელ უკაცრიელ ველზე დავრგო. 

(მე ვერ მავიწროვებს ვერცერთი ჩარჩო).





1 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი