ჩვენი ცოდვა ჩვენ


ხეები ჰგვანან 
ცოდვის ცრემლებით დამძიმებულთ,
რომლებიც თითქოს შეჰკიდა, ზამთარში 
გაყინულმა, და ერთ თბილ დღეს, 
თავ-დაღწეულმა ბრაზმა. 

ხეები ჩემსავით წელში იხრებიან.
და ადამიანთა სევდის 
ფერებში იფერებიან. 

ხეთა ტოტები,
როგორც ჩემი, 
სიმარტოვით დამძიმებული ძვლები,
უყველაფრობით იმტვრევიან. 

*** 

მეათასეჯერ აღმადგენს,
გზის გაგრძელების სურვილის მორევი.





1 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი