1 1 30
ვით ფრანი
ჩემი გულივით გადახურებულ ქურთუკზე,
ლექსს მინახავს,
ბოლო ძაფით მიკერებული ჯიბე.
ჩემი სულივით, ქარი ეუცხოვა სიცივეს,
მარტის მზეს, შენსავით,
დიდხანს ვერ ვნახავ.
***
ჩემი გულის უჯრებივით პატარა,
გადაჭედილი ფურცელი,
კიდევ ბევრ სტროფს დაიტევს.
ჩემმა ოთახმა
მრავალი გაზაფხული წამართვა.
თუმცა მტვრიანი ქარი,
ჩემს მორჩილ, რბილ კუნთს ვერ წააქცევს.
***
ო, რამდენი დავიტიე,
გავამუქე სპეტაკი ფურცელი.
უკვე მინდა, ყველა ბედნიერება,
სიზმრებს მივცე,
რეალობისგან ჩაკეტილ სიზმრებს,
სადაც მშვიდად,
და თავისუფლად,
ფრანებივით ვუფრენდი.
4 მარტი, 2022წ.