ლოდინი


ორი ჩიტი ძიძგნის მტვრით შემოსილ,
პურის ნატეხს.
როგორც ჩემს გულს, მოცლილს,
გასაყოფი რომ უხდებოდათ, 
ჩემს ხასიათებს. 

მოფრინდა მესამე,
მეოთხე,
მეხუთე...
მტვრის ქურთუკი აცვია არემარეს,
ჩემს თავს ისევ გავაორებ. 

...
მოფრინდა...
მერამდენე... მეოცე...
ოცდამეხუთე,
მეასე... 

...და ასე შემდეგ...




4 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი