გუშინდელი სიზმარი


შენ რომ აქ მყოლოდი,
შენი სახლის გზაზე მომავალი,
მე არ ჩავვარდებოდი 
უშენობის მიწისძვრით ნაშობ ორმოში. 

ზამთარში გაჭედილს 
კვლავ მენატრება მარტი.
და ხელში მიჭკნება, 
სულ ახალი ნაყიდი თაიგული. 

კაფის ვიტრინას ავეყუდე, 
ცოტათი მთვრალი,
და სრულდებოდა ღამის ათი.
პომადით მოსვრილ მის ტუჩებს, 
და შენს ფინჯანს, უნებლიედ ვუყურებ, 

ვუყურებ...
ვუყურებ... 

...შენს ხელში ჭკნება ჩემი გული...
და ისიც, 
მხოლოდ შენთვის მქონდა ნაყიდი.



9 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი