პაემანი
სარკე ამცირებს სუნამოთი აქოთებულ ჭაბუკს, და ბამბით დაფარული სახის ჭრილობიდან, სისხლი მაინც გამოსდის. ცივი ოფლი მას ახალ ტანსაცმელზე ადუღს, და ერთი წერილი, როგორც ისარი, ფრთაში გაჩხერილი, მას აშორებს ცას. და მაინც, ასეთი რა იყო? "დღეს არა, გადავიფიქრე, ხვალ ან ზეგ გამოდი." და ასე, ასე, ყოველდღე. მიდის და მიდის, მოდის ახალი გაპარსული სახიდან სისხლიც. და იმ ჭრილობიდან, ეს წყეული იმედი მაინც არ გამოდის. 10 მარტი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი