სკოლის დერეფანი (ჩემი სამყოფელი)


ცივ დერეფანში ტახტზე ვზივარ,
გამოქვაბულში 
ერთადერთი კოცონივით თბილ ტახტზე. 

ახლა მომკითხავის გარეშე მეც მცივა,
ისეთი მომკითხავის, 
ბავშვებს ყოველ წუთში რომ აკითხავენ. 

და მერე მათ, ცივი სკოლიდან,
თბილ მანქანამდე, 
რუსი დარაჯი აცილებს. 

*** 

ღმერთო, როგორი ბავშვური გავხდი...




10 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი