ქილა დამყვება, და მასში ვეტევი ჩემი გულიანად


ისევ შემრჩა ოთხი კედელი,
რომლებიც ისედაც მქონდა,
რომლებს შორისაც სიბნელეში,
ხელებს უიმედოდ ვაცეცებდი. 

მაინც ვერ გავცდი ერთ ოთახს,
მიუხედავად განვლილი გზების.
(ეს ჯერ კიდევ ვერაფერს ფარავს). 

არ მინდა ვთქვა,
მაგრამ მგონი, ჩემი ნებითვე მივავიწყდი,
ყველაზე დიდ მეგობარს... 

ამგვარი მშრალი  ლექსებით,
ვერანაირ შველას გადავაწყდი. 

*** 

სევდა დევს ტკბილეულის 
პატარა ქილაში,
საიდანაც მე იმედს ველოდი. 

ეცემა, ეცემა,
იმედებით გასავსები, სავსე ქილა,
და როცა ჩემი თვალები შეხვდებიან,
სიმართლის უეცარ, მწარე მსხვრევას,
მაშინ აღმოვაჩენ საკუთარ თავს,
მელანქოლიის მშრალ სილაში. 

რომელსაც ალბათ, 
ცრემლებით დავასველებ.





13 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი