თოლია


სანაპიროზე კისერ-აღერილი გავალ,
და მკვდარი თევზების ფხებზე,
დავუწყებ ძებნას შერჩენილ იმედებს. 

აღტაცებული გადმოგხედავ,
მრავალ ტალღაზე მავალს,
სილამაზის სიმდიდრით შემოსილ იახტას,
და ფანტაზიების ცივ სვიტრს შევიკერავ. 

ფართო თვალებით შევხედავ,
როგორ ასკდები ვიღაც ამაყ აისბერგს. 

და სანამ შენ, 
მაკიაჟს სწირავ ცრემლთ,
მე მივუყვები ცარიელ სანაპიროს, ისევ,
და სიცოცხლის შერჩენილ აზრს ვაგლეჯ,
უკვე აღარაფრად ვარგის თევზებს. 

*** 

მე ვარ თოლია,
ჩემს გულში მუდამ თოვლია... 

მიუხედავად ცხელი სანაპიროების,
რომლებზეც მორჩილად ვდნები.



14 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი