უგაზაფხულოდ
მარტი მკერდიდან ნელა ირეცხავს, ხალხივით თეთრ თოვლს. დანაპირებ გაზაფხულზე ტყუილებს, ბინძური წვიმა გადარეცხავს, ზამთარშიც ვხედავდი მწვანე ტყეებს, სადღაც შორს. ნატვრად ვიქციე, და ახლა ბრმად ვეძებ გამსკდარ კვირტებს, უგაზაფხულოდ, უმოწყალოდ, ზურგზე მათოვს... *** ვხედავ ხელის ფორმის ტოტს, სადღაც შორს. 20 მარტი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი