ჰარმონია (სიცარიელე ჩემს ნაპრალებში)


ჩემი ოთახი რაღაც უცხო სიმღერას 
მღერის,
როცა ჩუმად ვარ,
როცა ერთნი ვხდებით მე და ჩემი ცივი 
ლოგინი. 

თავზე მენგრევა თოვლით ნაშენი ჭერი,
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა,
სულ ჩუმად ვარ,
მე დანაწვიმარი, ძველი ძეგლი ვარ... 

უფრო და უფრო ვქვავდები,
გაზაფხულის და გამონათების ლოდინში.




25 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი