ფანტაზია ჩემი
ჩემი რუტინული "სამსახურიც" მორჩა, და სევდის შხაპით ვიბან უაზრობას, სულიდან. სახლში მარტოობისგან გამოძერწილი სილუეტისთვის, "უიმედობის" ბრენდის, ყოველდღიური პური მომაქვს. უცნაურია, თუმცა, საბედნიეროდ, თვის ბოლოს საერთოდ არ მრჩება ხურდა, ტკივილით ნაშოვნი ფულიდან. *** ო, როდის, როდის გახდები, ჩემი... დამეკარგა ძალა, გონის გრძნობისგან გარჩევის; მშრალ ნაპირთან ამაყად მიცდის, ლამაზი გემი. *** ხვალ არ ვიცი სად წავალ. 25 მარტი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი