ორღანზე ვუკრავ


უკვე ზოგი ექიმი ხდება,
ზოგიც სარკეში გადაღლილ მამას ხედავს. 

ჩემი გული მოგონებების უხეშ მატრასზე წვება,
თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ ძილი,
მინდა არ მინდა, შვებად მეჩვენება. 

*** 

ზოგი ახლა, ცხედრებიდან იღებს ყველა საღ ორგანოს,
თუმცა, მე ვერსად ვიპოვნი ხუთი წლის 
წინანდელი ბენდიერების მსგავს                                            
                           დონორს. 

*** 

სოფელო, 
სოფელო!
ერთი უბრალო პრობლემაც მომართვი,
მინდა კვლავ უაზროდ ავამღერო,
ჩემი საწუწუნო 

                              ორღანი.




27 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი