რა იქნება ნეტავ


მანამ,
სანამ ჯერ კიდევ ჩვილივით ვხოხავ,
დაუპატიჟებელი ნერვოზი ჩემი,
ბოლოს მომიღებს,
გეუბნები, მომკლავს. 

იქნებ, იქნებ მოხვიდე მანამ,
იქნებ აჯობო ყველა ყალბ, 
ძვირიან წამალს. 

...(რა იქნება)... 

სანამ კვლავ მესმის ჩემი საყვარელი სიმღერა,
მანამდე შევხედავ,
ო, მანამდე შევხედავ,
მარტოკა ტალღებისკენ როგორ ვგორავ. 

(როგორც კენჭი ზიზღით გასროლილი).




29 მარტი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი