ქარია, ქარია


ქარია,
ქარია,
თუმცა ვერცერთი ქარი მაძრობს ფიქრების ქურთუკს,
ვერცერთმა ამინდმა,
ჩემი გონება უფრო ვეღარ არია. 

თვალწინ ჩემითვე გასტყორცნილი ელვა ქუხს,
და მე კვლავ ჩემს თავს ვატყუებ. 

იშვიათი ამაოება შეეტყო მწუხრს. 

***
დროა,
უკვე დროა,
გავექცე ქარის მორალს,
და საითაც მებრძოლი ფოთლები მიმიძღვიან,
იმ გზას გავუყვე.




5 აპრილი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი