სამი სვლა


I 

ყოველ ღამით, ერთი შეხედვით სიფრიფანა საბანს ვიფარებ,
და ჩემი გონებაც უერთდება პროტესტს,
რომელიც გაუმართავთ, ჩემი ოთახის ჩაუმცხრალ ალებს. 

მე იმედჩაკლული, პატარა კვირტი ვარ,
და აპრილის ნელ-თბილი სული შემიფარებს. 

(აღარ მჭირდები) 

II 

ო,
კარგო,
მითხარი,
ჩემი ჯიუტი ფესვი, შენთან თუ გაიხარებს... 

იქნებ, მაპატიო,
დაივიწყო,
ჩამრგო,
შენს ოთახში,
შენი გულის ქოთანში... 

(მჭირდები) 

III 

(აღარაფერი ვარ)



5 აპრილი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი