რვა საათიანი აგრესია


"მიეყუდე,
მიეყუდე!"
ცივ კედელზე ისედაც მიყრდნობილს,
მეძახის ჩემივე უფიქრობა,
და ვეღარ ითმენს...
ვეღარ ითმენს, ძილზე მინდობილს,
როდის დამიფატრავს მოძრავ კუნთებს. 

აჰა, მივეყრდენი!
ამაღამაც სევდის ხილვადობიდან გავქრები,
და მივატოვებ, როგორც ჩემსავით მარტო, ძალით მოწვეულ ძმობილს. 

*** 

დიდი ხანია, მე ისედაც მძინავს,
ჩემო კარგო. 

მისი სახელი მაინც გამანდე,
თორემ ჩავაგდებ ისევ წირვას,
და არამგონია, ჩემს ხელში გაუჭყლეტელი დარჩეს,
უსანთლოდ.




8 აპრილი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი