აღსარებამდე ნაბიჯებიღაა


იმ ტალღებს შორის მძინავს,
რომლებსაც შენ ალბათ, 
ამაყად უცქერ.
ჩემს ყურებთან ახლოს, ორი ქვა ერთმანეთით ჟღარუნებს. 

საბნად მშრალ ზღვას ვიკრავ,
და ესეც არ ჰყოფნის,
ათასჯერ გადანაკეთებ, ჩემს სულს,
რომელსაც სიცოცხლის წყაროს,
ამჯერად ვინ იცის, 
რომელი ცოდვაღა დაუშრეტს. 

*** 

აღარაფერი მყოფნის,
და სიამაყე ჩემი მჯობნის. 

არცერთი დაღვრილი წვეთი ჩემი,
ცრემლის თუ ოფლის,
აღარაფრად ღირს.
უშენოდ სახურავის ქვეშაც მაწვიმს.



12 აპრილი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი