დიდი მარხვა
სიბნელით შემოსილი ლიტურღიაა, და უკანდელო ტაძარში ვდგავარ. ეს საკურთხევლის კარი, ერთი კარია, რომელიც ღიაა, და სინათლე მხოლოდ იქ, და არც ჩემს სანთელში ჩამქრალა. *** ჩემი სევდა მრევლის მაგივრად ავსებს ტაძარს, სანამ მღვდელი გაჰკივის ასამაღლებელს. მაგრამ, ღმერთო, ჩემი სული ვეღარ უძლებს, უსიყვარულო მარხვას. თუმცა ვაგრძელებ, როგორც გზას, რომლის ბოლო შესახვევიც, ახლოში ამაყად დგას. იქნებ მოვესწრო აღდგომას, და ჩემს ფეხზე დადგომას. 12 აპრილი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი