a man bought at the gas station
უკვე მერამდენე დილაა, სიძველისგან გაყვითლებულ, მარკა-ახეულ კონვერტში ვიღვიძებ, რომელსაც არავინ არავის მისცემს. უკვე მერამდენედ მეყრება თმებში, ცრუ იმედების სილა, რომელიც აღწევს ტვინის კომოდის ჩაკეტილ უჯრებში. *** როგორც იქნა, მემგონი, სამუდამო ზაფხულის ქვეყანაში ცოტა აგრილდა. *** ჩემივე ნებით, ჩემივე ნებით, მე მივატოვე ყველა ჭორი (რომლებიც სხეულზე დაუღალავად დამდიან) და ყველაფერს მოვწყდი. როგორც იტყვიან, მე ვარ ყანა, მაგრამ წვიმით მაინც ვერ გაიხარა, ჩემმა ზაფხულის ქვეყანამ. (ჩემს წინ, რაღაც ღია კარია). 19 აპრილი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი